ჩატის წესები და უსაფრთხო კომუნიკაცია

ჩათი არის ადგილი, სადაც უნდა დარჩეს შეთანხმება ფასზე, დროზე, მისამართზე და სამუშაოს პირობებზე. ეს ორივე მხარეს იცავს გაუგებრობისგან.

უსაფრთხოებისთვის კომუნიკაცია და შეთანხმება შეინარჩუნე StepHome-ის ჩათში. თუ პრობლემა წარმოიშობა, მხარდაჭერა სწორედ ჩათში დაფიქსირებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

როგორ იწერო სწორად

დაწერე მოკლედ და კონკრეტულად

მიუთითე რა გჭირდება, სად არის სამუშაო, რა დრო გაწყობს და თუ შესაძლებელია, რა შედეგს ელოდები.

ფასი და პირობები ჩათში დააფიქსირე

თუ ფასზე შეთანხმდით, ჩათში მკაფიოდ დაწერე თანხა, რა შედის მომსახურებაში და რა არ შედის.

დაამატე ფოტო, როცა საჭიროა

ფოტო ან მოკლე ვიდეო ხშირად ამცირებს გაუგებრობას და სპეციალისტს ეხმარება უფრო ზუსტი პასუხის გაცემაში.

რა არის აკრძალული ჩათში

ზედმეტი შეტყობინებები და აგრესიული კომუნიკაცია
  • ერთნაირი ტექსტის მრავალჯერ გაგზავნა.
  • შეურაცხყოფა, მუქარა ან აგრესიული ტონი.
  • უსარგებლო ტექსტებით ან ნიშნებით ჩათის გადატვირთვა.
  • რეკლამა, არასაჭირო ბმულები ან სხვა სერვისზე გადაყვანა.
საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა

არ გააზიარო ტელეფონის ნომერი, სოციალური ქსელი, მესენჯერი ან სხვა საკონტაქტო არხი. ყველა მნიშვნელოვანი შეთანხმება უნდა დარჩეს პლატფორმის ჩათში.

წესების დარღვევის შედეგი
  • პირველი დარღვევისას შესაძლებელია გაფრთხილება.
  • განმეორებითმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ანგარიშის შეზღუდვა პლატფორმის წესების მიხედვით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

უსაფრთხოება
ჩათში დარჩენილი შეთანხმება გიცავს როგორც შენ, ისე სპეციალისტს.
დავის დროს მტკიცებულება
თუ პრობლემა გაჩნდება, მხარდაჭერა პირველ რიგში ჩათში დაფიქსირებულ პირობებს ამოწმებს.
მკაფიო შეთანხმება
როცა ფასი, დრო და სამუშაოს პირობები ნათელია, პროცესი უფრო სწრაფად და მშვიდად მიდის.
ჩათში პრობლემა შეგექმნა?
მოგვწერე მხარდაჭერაში და მოკლედ აღწერე რა მოხდა. თუ კონკრეტულ შეკვეთას ეხება, მიუთითე შეკვეთის ნომერიც.