მომხმარებელს ერთ შეტყობინებაში ჰკითხე მხოლოდ მთავარი: ზომა, მასალა, სირთულე, დრო ან მისამართთან დაკავშირებული დეტალი.
ჩათში უნდა დარჩეს ყველა მნიშვნელოვანი შეთანხმება: რა სამუშაოა, რა ფასად, როდის შესრულდება და რა შედის მომსახურებაში.
მომხმარებელს ერთ შეტყობინებაში ჰკითხე მხოლოდ მთავარი: ზომა, მასალა, სირთულე, დრო ან მისამართთან დაკავშირებული დეტალი.
მაგალითად: „ფასი არის 150₾. შედის დემონტაჟი და მონტაჟი. მასალა არ შედის.“ ასეთი ჩანაწერი ამცირებს გაუგებრობას.
თუ ადგილზე ნახვაა საჭირო, მოკლედ აუხსენი მიზეზი და შესთავაზე კონკრეტული დროის რამდენიმე ვარიანტი.
არ გააზიარო ტელეფონის ნომერი, სოციალური ქსელი, მესენჯერი ან სხვა საკონტაქტო არხი. თუ მომხმარებელი ნომერს გთხოვს, უპასუხე მშვიდად: „უსაფრთხოებისთვის კომუნიკაცია აქ, ჩათში გავაგრძელოთ.“
არ მოითხოვო პირადი გადარიცხვა, ბარათის მონაცემები ან წინასწარი გადახდა პლატფორმის გვერდის ავლით. შეთანხმებული გადახდა უნდა დარჩეს StepHome-ის წესებში.