ქარ
ENG
РУС
ხელოსნის დახმარება
/
შეტყობინებები
შეტყობინებები: რას ნიშნავს და რა ქნა
შეტყობინებები გეხმარება არ გამოგრჩეს ახალი მოთხოვნა, ჩათი, გადახდა ან ცვლილება.
⌕
🔔
რჩევა: ახალ მესიჯს ყოველთვის სწრაფად უპასუხე; ეს აჩქარებს შეთანხმებას.
შეტყობინება
რას ნიშნავს
რა ქნა
ახალი შეკვეთა შემოვიდა
კლიენტმა ახალი შეკვეთა შექმნა და ის შენთან გამოჩნდა.
გახსენი მოთხოვნა
წაიკითხე აღწერა და ფოტოები
დაუსვი ერთი-ორი დამაზუსტებელი კითხვა ან შესთავაზე ფასი
ახალი შეტყობინება ჩათში
კლიენტმა ჩათში მესიჯი გამოგიგზავნა.
შედი ჩათში
უპასუხე მოკლედ და კონკრეტულად
დრო, ფასი და პირობები ერთ მესიჯში დააფიქსირე
ფასი/შეთავაზება განახლდა
ფასის შეთავაზებაში ცვლილება დაფიქსირდა.
შეამოწმე რა შეიცვალა
თუ საჭიროა, ახსენი მიზეზი
ნუ დაასპამებ შეტყობინებებს
დამატებითი სამუშაოს შეთავაზება
შენ ან კლიენტმა შესთავაზა დამატებითი სამუშაო ან თანხა.
წაიკითხე მიზეზი და დამატებითი თანხა
თუ შენ შესთავაზე, მკაფიო მიზეზი დაწერე
დაელოდე კლიენტის პასუხს
გადახდა საჭიროა
სისტემა ითხოვს გადახდას შეკვეთის პირობების მიხედვით.
შეამოწმე გადახდის მდგომარეობა
ნუ გადახვალ პლატფორმის გარეთ; ნომრები და IBAN აკრძალულია
დაელოდე სანამ თანხა გადახდილად დაფიქსირდება
გადახდა შესრულდა
გადახდა წარმატებით დაფიქსირდა.
ჩათში მოკლედ დაადასტურე
გააგრძელე შეთანხმებული ნაბიჯით
თუ ვიზიტია, დაადასტურე დრო
გადახდა ჩაიშალა
კლიენტმა გადახდა სცადა, მაგრამ ვერ შესრულდა.
თავაზიანად სთხოვე თავიდან სცადოს
შეახსენე სხვა მეთოდი, თუ გაქვს
თუ მეორდება, მიმართე მხარდაჭერას
თანხა დაბრუნდა
გადახდილი თანხა კლიენტს დაუბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია.
ნუ შექმნი კონფლიქტს ჩათში
თუ კითხვა გაქვს, მიმართე მხარდაჭერას
ჩათში დაწერე მხოლოდ ფაქტები
კლიენტმა დაადასტურა
შეკვეთა შეთანხმდა და დადასტურდა.
დაადასტურე დრო და ადგილი
თუ საჭიროა, შეამოწმე გადახდის პირობა
დაიწყე სამუშაო შეთანხმებით
შეკვეთა გაუქმდა
შეკვეთა მიზეზით გაუქმდა.
შეამოწმე გაუქმების მიზეზი, თუ ჩანს
ნუ იდავებ აგრესიულად
თუ წესების დარღვევაა, მიმართე მხარდაჭერას
სისტემური შეტყობინება
პლატფორმის ტექნიკური ან სასერვისო შეტყობინება.
წაიკითხე დეტალი
თუ შეეხება გადახდას ან წესებს, დაიცავი ინსტრუქცია
თუ გაუგებარია, მოგვწერე
წესები და უსაფრთხოება
ჩატის დაბინძურება ან კონტაქტების გაცვლა აკრძალულია; პირველ დარღვევაზე გაფრთხილებაა, განმეორებაზე კი ბლოკი.
ჩატის წესები →
დაბრუნება