ხელოსნის დახმარება/შეტყობინებები

შეტყობინებები: რას ნიშნავს და რა ქნა

შეტყობინებები გეხმარება არ გამოგრჩეს ახალი მოთხოვნა, ჩათი, გადახდა ან ცვლილება.

🔔
რჩევა: ახალ მესიჯს ყოველთვის სწრაფად უპასუხე; ეს აჩქარებს შეთანხმებას.
შეტყობინება
რას ნიშნავს
რა ქნა
ახალი შეკვეთა შემოვიდა
კლიენტმა ახალი შეკვეთა შექმნა და ის შენთან გამოჩნდა.
  • გახსენი მოთხოვნა
  • წაიკითხე აღწერა და ფოტოები
  • დაუსვი ერთი-ორი დამაზუსტებელი კითხვა ან შესთავაზე ფასი
ახალი შეტყობინება ჩათში
კლიენტმა ჩათში მესიჯი გამოგიგზავნა.
  • შედი ჩათში
  • უპასუხე მოკლედ და კონკრეტულად
  • დრო, ფასი და პირობები ერთ მესიჯში დააფიქსირე
ფასი/შეთავაზება განახლდა
ფასის შეთავაზებაში ცვლილება დაფიქსირდა.
  • შეამოწმე რა შეიცვალა
  • თუ საჭიროა, ახსენი მიზეზი
  • ნუ დაასპამებ შეტყობინებებს
დამატებითი სამუშაოს შეთავაზება
შენ ან კლიენტმა შესთავაზა დამატებითი სამუშაო ან თანხა.
  • წაიკითხე მიზეზი და დამატებითი თანხა
  • თუ შენ შესთავაზე, მკაფიო მიზეზი დაწერე
  • დაელოდე კლიენტის პასუხს
გადახდა საჭიროა
სისტემა ითხოვს გადახდას შეკვეთის პირობების მიხედვით.
  • შეამოწმე გადახდის მდგომარეობა
  • ნუ გადახვალ პლატფორმის გარეთ; ნომრები და IBAN აკრძალულია
  • დაელოდე სანამ თანხა გადახდილად დაფიქსირდება
გადახდა შესრულდა
გადახდა წარმატებით დაფიქსირდა.
  • ჩათში მოკლედ დაადასტურე
  • გააგრძელე შეთანხმებული ნაბიჯით
  • თუ ვიზიტია, დაადასტურე დრო
გადახდა ჩაიშალა
კლიენტმა გადახდა სცადა, მაგრამ ვერ შესრულდა.
  • თავაზიანად სთხოვე თავიდან სცადოს
  • შეახსენე სხვა მეთოდი, თუ გაქვს
  • თუ მეორდება, მიმართე მხარდაჭერას
თანხა დაბრუნდა
გადახდილი თანხა კლიენტს დაუბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია.
  • ნუ შექმნი კონფლიქტს ჩათში
  • თუ კითხვა გაქვს, მიმართე მხარდაჭერას
  • ჩათში დაწერე მხოლოდ ფაქტები
კლიენტმა დაადასტურა
შეკვეთა შეთანხმდა და დადასტურდა.
  • დაადასტურე დრო და ადგილი
  • თუ საჭიროა, შეამოწმე გადახდის პირობა
  • დაიწყე სამუშაო შეთანხმებით
შეკვეთა გაუქმდა
შეკვეთა მიზეზით გაუქმდა.
  • შეამოწმე გაუქმების მიზეზი, თუ ჩანს
  • ნუ იდავებ აგრესიულად
  • თუ წესების დარღვევაა, მიმართე მხარდაჭერას
სისტემური შეტყობინება
პლატფორმის ტექნიკური ან სასერვისო შეტყობინება.
  • წაიკითხე დეტალი
  • თუ შეეხება გადახდას ან წესებს, დაიცავი ინსტრუქცია
  • თუ გაუგებარია, მოგვწერე
წესები და უსაფრთხოება
ჩატის დაბინძურება ან კონტაქტების გაცვლა აკრძალულია; პირველ დარღვევაზე გაფრთხილებაა, განმეორებაზე კი ბლოკი.