როგორ შეავსო პროფილი სწორად და გაზარდო ნდობა

კარგად შევსებული პროფილი მომხმარებელს ეხმარება სწრაფად გაგიცნოს, დაინახოს შენი გამოცდილება და უფრო მარტივად გამოგიგზავნოს შეკვეთა.

რა არის აუცილებლად შესავსები

პროფილის ფოტო

სუფთა და მკაფიო ფოტო ნდობას ზრდის. უმჯობესია გამოიყენო ისეთი ფოტო, სადაც სახე კარგად ჩანს.

ქალაქი

მიუთითე ის ქალაქი, სადაც რეალურად მუშაობ. ასე მომხმარებელი სწორად გიპოვის ძიებისა და ფილტრების საშუალებით.

საქმიანობის მიმართულება

დაწერე კონკრეტულად რას აკეთებ — მაგალითად: ელექტროობა, სანტექნიკა, ავეჯის აწყობა, შეღებვა ან სხვა მიმართულება.

როგორ დაწერო კარგი აღწერა

  • დაწერე მოკლედ და გასაგებად — დაახლოებით 3-6 წინადადება.
  • ახსენე შენი გამოცდილება და რა ტიპის სამუშაოებს ასრულებ.
  • გამოყავი შენი ძლიერი მხარეები — მაგალითად: სისუფთავე, დროულობა, პასუხისმგებლობა ან გარანტია.
  • მოერიდე ზედმეტად ზოგად ტექსტს. მომხმარებელს უნდა ესმოდეს, კონკრეტულად რაში შეგიძლია დახმარება.

რა ზრდის მომხმარებლის ნდობას

  • რეალური ფოტო და სწორად შევსებული პირადი ინფორმაცია.
  • კონკრეტული სერვისები და გასაგები ფასები.
  • დასრულებული პროექტები და სამუშაოს ფოტოები.
  • თავაზიანი კომუნიკაცია და სწრაფი პასუხი ჩათში.